Friday, December 7, 2018

4 დღე რეფლექსია

ამ ტრენინგზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენს მიერ დაწერილი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ,მივიღეთ რეკომენდაციები,განვიხილეთ ასევე შეფასების რუბრიკების სახეობები.შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმა შესაბამისი რუბრიკებით .გავეცანით სასწავლო პროექტის პრეზენტაციის აგების ძირითად პრინციპებს.

9 დღე რეფლექსია

 გადავხედეთ მერვე მოდულის შეკითხვებსა და ძირითად საკითხებს. თვალი გადავავლეთ ჩვენს  მიერ შემუშავებულ იდეებსა და მასალებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების ან დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.       ვუპასუხეთ მოდულის შეკითხვებს:   როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევარი ეფექტურად?  როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული შეფასება?     გადავამოწმეთ, შენახული გვაქვს თუ არა ყველა ფაილი და ინტელის დაწყებითი      სასწავლო კურსის მასალები.ფაილების გადატანა           გადავიტანეთ შესაბამის  ფაილებში ჩვენს მიერ შექმნილი დოკუმენტები .          განვათავსეთ გუგლ-დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე: პროექტებით სწავლება.          ბოლოს გავაკეთეთ გამოქვეყნებული მასალის პრეზენტაცია.გავაკეთეთ მნიშვნელოვანი დასკვნები, ტრენინგ კურსის შეჯამების შემდეგ: საპრეზენტაციო ჩვენება საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის შესაძლებლობას გვაძლევს და, ამდენად, მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა.

8 დღე რეფლექსია

 ვიმუშავეთ ფასილიტაციის პრეზენტაციის შექმნაზე.თუ როგორ უნდა მივაწოდოთ მოსწავლეს, უფრო გასაგებად  ახალი და ბუნდოვანი მასალა ამ პრეზენტაციების მიხედვით.წიგნის რესურსების შაბლონების მოდიფიცირება მოვახდინეთ.შევქმენით მენეჯმენტის გეგმა და მოსწავლის მხარდაჭერის დოკუმენტი.მოვარგეთ  ის ჩვენს გეგმას.განვავრცეთ ჩვენი პროექტი.

7 დღე რეფლექსია

გავეცანი პოზიტიური უკუკავშირის რჩევებს და მეთოდებს,ერთმანეთს გავუზიარეთ  საკუთარი მოსწავლის ნაშრომები და გავუკეთეთ კომენტარები.ასევე დავამუშავეთ სასწავლო პროექტის ჩეკლისტები და რუბრიკები.შევიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა შეფასების გეგმის  ჩეკლისტის  მიხედვით.თავიდან გავიარეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმა და გავაკეთეთ ჩანიშვნები.ვისწავლეთ გრაფიკული ობიექტების ჩასმა და დაჯგუფება.

Saturday, December 1, 2018

6 დღე

გავეცანით პოზიტიური შეფასების (უკუკავშირის) რჩევებს და მეთოდებს. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი მოსწავლის ნაშრომები და გავუკეთეთ კომენტარები. 
ასევე დღეს ვისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სასწავლო პროექტის შეფასებისათვის რუბრიკები და ჩეკლისტები. შევიმუშავე პრეზენტაციის შეფასებების რუბრიკა. შეფასების გეგმის ჩეკლისტის მიხედვით თავიდან გავიარეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმა და გავაკეთეთ ჩანიშვნები. ასევე განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და გავაკეთეთ ჩანიშვნები.
ვისწავლე გრაფიკული ობიექტების ჩასმა და დაჯგუფება.

5 დღე

დღეს განვიხილეთ შეფასების მეთოდები, შეფასების 5 მიზანი, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და შევქმენით სლაიდშოუ 

Saturday, November 24, 2018

3 დღე რეფლექსია

ამ შეხვედრაზე   განვსაზღვრეთ სტანდარტი.ბუკლეტებს მივეცით საბოლოო სახე,გადავიტანეთ ის საჭირო პაპკაში.დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევდება.განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი,სტანდარტი.პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები.გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანზო სიტყვებს,ასევე განვსაზღვრეთ პროექტის ზოგადი,სასწავლო და შინაარსობრივი კითხვები.ვიმუშავეთ ჯგუფებში,
განვიხილეთ კონკრეტული მაგალითები და პრეზენტაციის სახით გამოვეცით.